დიღმის მასივში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ამის შესახებ ჟურნალისტებს დამწვრობის ცენტრის დირექტორმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა. მისი თქმით, პაციენტს სხეულის 20 პროცენტის თერმული დაზიანება აღენიშნება.
“დაზიანებები მიიღო სავარაუდოდ გაზის აფეთქების შედეგად. დამწვრობა აქვს მიღებული სახეზე, ორივე მტევანზე, წინა მხრებზე, გულმკერდის გარკვეულ ნაწილზე. 20 პროცენტია თერმული დაზიანება მეორე-მესამე ხარისხის, ამას ემატება სასუნთქი გზების თერმული დაზიანება. პაციემტი მოთავსებულია დამწრობის ცენტრის რეანიმაციულ განწყოფილებაში, მიმდინარეობს დამწვრობის შოკის საწინააღმდეგო მკურნალობა”, – განაცხადა ქაშიბაძემ.
დიღმის მასივში აფერთქება დღეს დილით მოხდა, რამაც საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გამოიწვია. როგორც მეტრონომს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, პირველადი ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია.