დიღმის მასივში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. როგორც მეტრონომს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიში განუცხადეს, შემთხვევა სავარაუდოდ, დაგროვილმა აირმა გამოიწვია. შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია, თუმცა, იქ ამ დრომდე რჩებიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. ასევე, ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავები.
მეტრონომის ინფორმაციით, დაშავებულია მამაკაცი, რომლის მდგომარეობაც, სავარაუდოდ, მძიმე არ არის.