საქართველოს კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” “ნაციონალური მოძრაობის” გასაცოცხლებლად ყველაფერს აკეთებს.
“როგორც ჩვენ ვხედავთ, რეალურად, ეს არის პარტია, რომელსაც ვეღარ ვუწოდებთ “გახარია საქართველოსთვის“, ეს არის “გახარია ნაცებისთვის”, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა ეს დესტრუქციულად ქცეული პოლიტიკური ძალა გააცოცხლოს. რეალურად, მათთვის რეანიმატოლოგის ფუნქციას ასრულებს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.