ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში ნალექიანი ამინდი 16 თებერვლამდე შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14-17 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს. თბილისში 14-16 თებერვალს შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ხოლო დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება შენარჩუნებული.
ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +8, +13, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +4, +9 გრადუსი იქნება. 14 თებერვალს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
იტვირთბა....