ახალი ამბები პოლიტიკა

კობახიძე უკრაინაზე: ვიღაცები რაღაც შანსებს ხედავენ ამ ომში, მათ შორის საქართველოშიც

ვიღაცები რაღაც შანსებს ხედავენ ამ ომში, მათ შორის საქართველოშიც, – აღნიშნულის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უკრაინისთვის გამოხატული მხარდაჭერა მაქსიმალურად მკაფიოა.

ამასთან, მსოფლიოში სულ რამდენიმე ქვეყანაა, რომელმაც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.

“ვიღაცები რაღაც შანსებს ხედავენ ამ ომში, მათ შორის საქართველოშიც, რაც არის იმის გაგრძელება, რაც ჩვენ ვიხილეთ ამ ადამიანების მხრიდან 2008 წელს, როდესაც მათ საკუთარი ქმედებებით ჩააბარეს ჩვენი ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციას. ასეთი ადამიანებისგან ჩვენი საგარეო პოლიტიკა არ უნდა განისაზღვრებოდეს და მადლობა ღმერთს, რომ არც განისაზღვრება.

მათ უნდა გვაცადონ იმ საგარეო პოლიტიკის წარმოება, რომლის შედეგია ის, რომ პირველი ხელისუფლებაა “ქართული ოცნება” რომლის პირობებშიც ომი არ ყოფილა. ჩვენ პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას გავაგრძელებთ და ჩვენი მთავარი ამოცანაა ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოება. ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები სწორედ ამ მიზანს ემსახურება”, – აცხადებს კობახიძე.

 

იტვირთბა....