ახალი ამბები

“შემოვიდა რეჟიმის შეწუხებული მუშაკი და გამომიცხადა” – სააკაშვილი წერილს აქვეყნებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პაემნების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“ხომ დავწერე, რომ პარასკევს დილით, უკრაინის პროკურატურის მიერ ჩემს დაზარალებულად ცნობის შემდეგ, ივანიშვილი კიდევ დაამძიმებდა ჩემს მდგომარეობას და აჰა, კვირას შემოვიდა შეწუხებული რეჟიმის მუშაკი და გამომიცხადა, რომ ოჯახის წევრებთან პაემნები, რომლებიც შუშის მიღმა, ტელეფონით 1-საათიანი ურთიერთობით იყო განსაზღვრული, კვირაში ერთხელ აღარ და თვეში ერთხელ იქნება.

რა პატარა არარაობებთან გვაქვს საქმე. მე ასეთები არამხოლოდ არ შემხვედრია, არასდროს არც კი გამიგია ასეთი ბოროტების არსებობა. დარწმუნებული ვარ, ესეც დაემატება უკრაინის პროკურატურის ან უახლოეს ხანში გათავისუფლებულ საქართველოში აღძრულ საქმეებს”, – აცხადებს სააკაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, ახალი გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილთან ოჯახის წევრების შესვლა თვეში მხოლოდ ერთხელ შეეძლებათ.

იტვირთბა....