დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, არსებობს რამდენიმე კვლევა, რომელთა მიხედვითაც, ომიკრონის გადატანის შემდეგ იმუნიტეტი დიდხანს არ რჩება.
საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, გამყრელიძემ აქვე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით, ომიკრონით რეიფიცირების არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ დადასტურებულა.
“თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, რადგან ომიკრონს რამდენიმე ქვე-შტამი აქვს, მაგრამ ომიკრონის შემდგომ კიდევ ომიკრონით ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ჯერჯერობით არ გვაქვს. არც ჩვენ გვაქვს და არც ლიტერატურაშია მონაცემები, მაგრამ არსებობს რამდენიმე კვლევა, რომლის მიხედვითაც, ომიკრონის გადატანის შემდეგ იმუნიტეტი დიდხანს არ რჩება“, განაცხადა გამყრელიძემ.