[su_quote]უფრო დიდი მიწისძვრები შეიძლება მოხდეს და შეიძლება მოხდეს დიდ ქალაქებში. სამშენებლო პოლიტიკა გადასახედი კი არა, საერთოდ გამოსაცვლელია. ასე მშენებლობა არ შეიძლება და ვერ ვაგებინებთ ამ ხალხს. უნდა მოერგოთ ბუნებრივ კატასტროფებს და არა პირიქით. მაგნიტუდა 6 დამანგრეველი იქნებოდა ეპიცენტრი ქალაქი რომ ყოფილიყო. ღმერთმა არ ქნას, ბათუმში 6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდეს იქ მაღალსართულიანი კორპუსების კუთხით ისეთი რაღცები ხდება და ასეთი მიწისძვრები ყოველთვის ურტყამს მაღალსართულიან შენობებს, თუ ისინი არასწორადაა აშენებული[/su_quote]
განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თეა გოდოლაძემ “tv პირველის” ეთერში. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ საქართველოში 6,2 ბალიანი მიწისძვრა მოხდა – დეტალები იხილეთ ბმულზე.