ახალი ამბები პოლიტიკა საზოგადოება

ზანგური: რაც შეეხება იმას, რომ სააკაშვილი ათრიეს, მე ვხედავ, რომ ადამიანებს უჭირავთ ადამიანი ხელში და გადაჰყავთ

[su_quote] მიკვირს ერთი რამ, მისმა პოლიტიკურმა თანამეცხედრეებმა, რომლებმაც მოიხადეს ციხე, აბსოლუტურად, ყოველგვარი პანიკის გარეშე, მაქვს ლაპარაკი, თუნდაც ვანო მერაბიშვილზე, ბაჩო ახალაიაზე, რომელიც ამ დღეებში ტოვებს საკანს. ჩემთვის, როგორც მამაკაცისთვის, მათ ღირსეულად მოიხადეს სასჯელი. რაც შეეხება იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი ათრიეს, მე ვხედავ, რომ ადამიანებს უჭირავთ ადამიანი ხელში და გადაჰყავთ. როდესაც ადამიანი დანაშაულს ჩადის და მას აკავებენ, მაინტერესებს, როდემდე უნდა დაუდგეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი მსჯავრდებულს და როდემდე უნდა ელოდოს მის კეთილ ნებას? იქნებ ის დამდგარიყო მთელი თვე და ელაპარაკა ასე, სასწრაფოს მანქანიდან, ყვირილით. მე ვნახე კადრი, რომ მოკიდეს ხელი და გადაიყვანეს. ყველასთვის ცუდი სანახავია, როდესაც ადამიანი არის პატიმარი და ტანსზემოთ გახდილია, ხელებში და ფეხებში ხელი აქვთ მოკიდული და მიჰყავთ, მაგრამ როდემდე  ეხსნათ მიხეილ სააკაშვილისთვის, რომ უნდა გადასულიყო საავადმყოფოში? [/su_quote]

ამის შესახებ მსახიობმა ბესო ზანგურმა “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში განაცხადა.

იტვირთბა....