[su_quote]მე დარწმუნებული ვარ, უკრაინის კრიზისის გახსნა ახლოვდება. არ ვიცი, რა სახით იქნება ეს, ომის სახით თუ მოლაპარაკების სახით, მაგრამ პუტინმა იმდენი იხტუნავა, რომ გინდა ომი დაიწყოს, ან არ დაიწყოს, მაინც წაგებული აღმოჩნდება. კვანძის გახსნა ახლოვდება. მე ვფიქრობ, რომ წელს უკვე არა უკრაინის, არამედ, რუსეთის ბედი გაირკვევა. როცა ვსაუბრობთ ვლადიმერ პუტინზე, ჩვენ ლოგიკა არ უნდა მოვიხმოთ, რადგან, როგორც ჩანს, ამ ადამიანს ფსიქიკური გადახრები აქვს, აშკარად. ხმები ვრცელდება, რომ თითქოსდა ის ოკულტურ ჯგუფებთან არის უკვე დაკავშირებული, ოკულტიზმით არის გატაცებული, სხვათაშორის, არც ბიძინა არ არის ამ საქმიდან შორს. ძალიან გვანან ერთმანეთს. უბრალოდ, ბიძინა არის ვლადიმერ პუტინის არცთუ სასაცილო კარიკატურა[/su_quote]
განაცხადა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია “მთავარი არხის” გადაცემაში “დღის სტუმარი”.