გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 თებერვალს საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსი იქნება.
13 თებერვალს კი ზოგან გაწვიმდება, მაღალ მთაში თოვლია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 3-4 გრადუსით დაიკლებს. 14 თებერვალს ცუდი ამინდი შენარჩუნდება აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც, სინოპტიკოსების პროგნოზით, მოიღრუბლება, აცივდება და მოთოვს. ხოლო დასავლეთ საქართველოში 14 თებერვალს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. საქართველოს ზოგიერთ რაიონში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
რაც შეეხება უახლოესი ორი დღის პროგნოზს, თბილისში 12-13 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 14 თებერვალს შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი.