მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

კუკუნაშვილი: პრაიმ თაიმი ქალების წინააღმდეგ, ბოროტებისა და უვიცობის სადარაჯოზე დგას

კლინიკა “ნიუ ლაიფის” დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი გუშინ 10 იანვარს “პრაიმ ტაიმში” გასულ მასალას ეხმაურება და ვრცელ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“გუშინ “პრაიმ თაიმმა” ჩემი სახელით გაავრცელა ყოვლად ამაზრზენი წინადადება,რაც არასოდეს მითქვამს და ამით უდიდესი შეურაცყოფა მიაყენა ათასობით ქალს, ჩააყენა ისინი დამცირებულ მდგომარეობაში და ამისათვის მე, უდანაშაულო ქალი გამომიყენა. პრინციპული საკითხია, რომ “პრაიმთაიმმა” სათანადო პასუხი აგოს იმ სიბოროტეზე, რაც ჩაიდინა და მოუხადოს ქალებს ბოდიში! მანამდე კი მოგახსენებთ, რომ, მედიის როლი უდიდესია ჯანსაღი ღირებულებებისა და საზოგადოების განვითარებაზე… “პრაიმ თაიმი” სწორედ ისეთ ფუნდამენტალურ ღირებულებას დაუპირისპირდა, როგორიც არის ქალთა უფლებები და ამით დადგა ქალთა ჩაგვრისა და დამცირების მხარეს. Prime Time • პრაიმ ტაიმი

ისეთი ფრაზებით, რაც “პრაიმთაიმმა” ჩემი სახელით დაწერა, მტრობის ძალიან ძლიერი გრძნობა ჩნდება ქალებს შორის, რომლებიც მამაკაცთა მიერ დომინირებულ სივრცეში უკვე ისედაც უმცირესობაში არიან. მტრობის ეს გრძნობა წახალისებულია პატრიარქალური გარემოს მიერ „ჯანსაღი კონკურენციის“ და „მიღწევის“ სამოსის საფარ ქვეშ , მაგრამ როდესაც მედია და ამ შემთხვევაში “პრაიმ თაიმი”, რომელიც უნდა იბრძოდეს ჯანსაღი ღირებულებების სადარაჯოზე, იგონებს მიზოგინიურ ფრაზებს და ქალებს ერთმანეთს აჯიბრებს და ამცირებინებს, ან უკიდურეს უვიცობასთან გვაქვს საქმე, ან ქალების წინაარმდეგ განხორციელებულ უკიდურეს ბოროტებასთან ან იაფასიან ვაჭრუკანებთან, რომლებსაც რეკლამაში გადახდილი ფულის იქით აღარაფერი აინტერესებთ.

სწორედ რომ პატრიარქატის მიერ ფინანსდება ეს ტალახი, რადგან პატრიარქატს, როგორც გენდერული უმცირესობა, საფრთხეს უქმნის ქალები. ხოლო თუ ქალები დაკავებულნი არიან ერთმანეთთან ჩხუბით, ისინი ვერ შეძლებენ გაერკვნენ, რომ ამ სახის დაყოფას აფინანსებს საერთო მჩაგვრელი…

ქალის მეტოქეობა ხდება მაშინ, როდესაც ერთი ქალი იყენებს თავის ძალას, სილამაზეს თუ ცოდნას სხვა ქალის შესაჩერებლად, დასამცირებლად, მასზე უპირატესად წარმოსაჩენად. ცუდად ეპყრობა მას ან უსამართლოდ ეჯიბრება. ქალები სამწუხაროდ ჯერ კიდევ ვახდენთ ისეთი მახინჯი პატრიარქალური გზავნილების ინტერნალიზებას, რაც პრაიმთაიმმა იკადრა და რითაც ათასობით ცოლს შეურაცხყოფა მიაყენა ვითომ ჩემს მიერ ნათქვამი ამაზრზენი მესიჯით.

“პრაიმ თაიმმა” რაც დაწერა ჩემი სახელით არის ის, რომ : ქალები არ არიან ისეთი ძლიერი, კომპეტენტური და ქმედუნარიანი, როგორც მამაკაცები. რომ ქალშია ყოველთვის პრობლემა და ქალია დამნაშავე, მაშინაც კი , თუ მის ავადმყოფ ქმარს არ გააჩნია ჯანსაღი საზღვრები. ეს კი ცნობილია როგორც ინტერნალიზებული სექსიზმი. ქალები ქვეცნობიერად ითვისებენ რწმენას მათი კანონიერი ადგილის და ბრალეულობის შესახებ და ეს გზავნილები ვლინდება შემდეგ იმაზე, თუ როგორია ქალების თვითშეფასება და როგორ აფასებენ ქალები ერთმანეთს.

ამას, ამ უვიცობას რაც “პრაიმ თაიმმა” იკადრა, მივყევართ ქალების არასათანადო მოპყრობამდე, ძალადობამდე და დისტანცირებამდე სხვა ქალებისგან. ველი ბოდიშს პრაიმთაიმისგან და იმედი მაქვს ქალები სოლიდარული და ერთიანი ვიქნებით ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ერთმანეთის წინააღმდეგ გვიყენებენ. ქალები არ ვართ ქალების მტრები, ეს მახინჯი პატრიარქატისა და მამაკაცების დომინაციაზე
ასხამს წყალს.

აღსანიშნავია, რომ მარიამ კუკუნაშვილის პოსტის შემდეგ, “პრაიმ ტაიმმა” ციტატა გადააკეთა და მას სათაური შეუცვალა.

იტვირთბა....