ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

Reuters მაკრონსა და პუტინს შორის, შეხვედრაზე არსებული დისტანციის მიზეზზე წერს

საფრანგეთის პირველმა პირმა, ემანუელ მაკრონმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ორშაბათს უკრაინის საკითზე პირისპირ შეხვედრა გამართეს. მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მაკრონი და პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან თუ პრესკონფერენციაზე, მკაცრად იცავდნენ რამდენიმე მეტრიან დისტანციას. როგორც გამოცემა Reuters წყაროზე დაყრდნობით წერს, ამის მიზეზი ის გახდა, რომ მოსკოვში ჩასულმა საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსული პისიარ ტესტის გაკეთებაზე კრემლს უარი განუცხადა.

როგორც “როიტერი” წერს, პირებმა, რომლებიც საფრანგეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობის პროტოკოლს იცნობენ, შეატყობინეს, რომ მაკრონს არჩევანის შესაძლობლობა ჰქონდა – ან რუს მედიკოსებს მისთვის პისიარ ტესტის გაკეთების საშუალებას მისცემდა და პუტინთან მიახლოების საშუალება ექნებოდა, ანაც, ამაზე უარს იტყოდა და უფრო მკაცრი სოციალური დისტანციის დაცვა მოუწევდა.

“ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით, რომ ეს ხელის არჩამორთმევას და ამ გრძელ მაგიდას ნიშნავდა, მაგრამ ვერ დავუშვებდით, რომ მათ პრეზიდენტის დნმ-ზე წვდომა მიეღოთ”, – ეუბნება გამოცემას ერთ-ერთი წყარო.

მეორე წყაროს ინფორმაციით, მაკრონმა საფრანგეთის დატოვებამდე ჩაიტარა PCR ტესტი, რუსეთში კი მას ანტიგენის სწრაფი ტესტი პირადმა ექიმმა გაუკეთა.

Reuters-მა ამ საკითხის კომენტირებისთვის რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართა, თუმცა, სტატიის გამოქვეყნების მომენტისთვის, მათგან პასუხი არ მიუღიათ.

იტვირთბა....