ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სოფელ კონდოლში ცოლ-ქმარი მოკლეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში ცოლ-ქმარი მოკლეს. როგორც მეტრონომს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციას სავარაუდო დამნაშავის ვინაობა დადგენილი აქვს და მიმდინარეობს მისი სამძებრო სამუშაოები.

“მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება და საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. პოლიციას დადგენილი ჰყავს სავარაუდო დამნაშავე პირი და სამძებრო მოქმედებებს ვატარებთ”, – აცხადებენ შსს-ში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქმე მკვლელობის ფაქტზე აღიძრა, თუმცა, როგორ მოხდება მუხლის კვალიფიცირება, ჯერ ზუსტ ინფორმაციას ჯერ არ ფლობენ.

იტვირთბა....