[su_quote]მე ვფიქრობ, რომ გამოსაძიებელი არაფერი არ არის. თუ ჩვენს მეზობელ ქვეყანას მაინცდამაინც უნდა, რომ რაიმე გამოიძიოს, მე ვფიქრობ, რომ ასეთი საშუალება მას აქვს და აქვს ამის გარემოებაც – როდესაც კარგად ვიხილეთ სახურავზე მორბენალი თმებით ნათრევი სააკაშვილი. აი, ეს ნამდვილად გამოსაძიებელი იქნება მათი მხრიდან, მაგრამ საქართველოში არაფერი გამოსაძიებელი არ არის[/su_quote]
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა უკრაინის პროკურატურის მიერ, სააკაშვილის დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით TVპირველს განუცხადა. სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, უკრაინაში აღძრული საქმე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ძალის გადაჭარბების და მისი შესაძლო წამების ფაქტებზე იყო აღძრული.