ამ სისტემაში ის ნაბიჯები უნდა გადადგა, რომლის გადადგმის მოლოდინით ძალიან ბევრი თეატრის წარმომადგენელს, მხატვარს, ბევრ სხვა დარგის წარმომადგენელს ჰქონდათ, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თეატრზე საუბრისას გადაცემაში “იმედი LIVE” განაცხადა.
„ჩემთვის, გაცილებით უფრო კომფორტულია, რომ ვიყო თანამდებობაზე, ვუღიმო ყველას, რადგან კარგ ხასიათზე ყოფნა ყველას გვიყვარს, მაგრამ თუ ამ სისტემაში ის ნაბიჯები არ გადაიდგა, რომელთა გადადგმასაც მრავალი წელია პროფესიონალები ითხოვენ. ეს არ არის ჩემი გამოგონილი ნაბიჯები, ეს არის ნაბიჯები, რომლის გადადგმის მოლოდინით ძალიან ბევრი თეატრის წარმომადგენელს, მხატვარს, ბევრ სხვა დარგის წარმომადგენელს ჰქონდათ. ეს არის პროფესიონალების ის დიდი ჯგუფი, რომლებიც ჩუმად არიან, თავის საქმეს აკეთებენ და 20-25 წლის განმავლობაში, როდესაც ჩვენ სისხლით და გაჭირვებით აღვადგინეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა არიან მოლოდინის და იმედის რეჟიმში. 2024 წელს, როდესაც არჩევნების შედეგად სავარაუდოდ თანამდებობას დავტოვებ, გამიხარდება, როცა ვნახავ, რომ ამ იმედების რაღაც პროცენტი გავამართლე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.