ახალი ამბები საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს და მოქალაქეებს მიმართავს:

“ჩვენ ხშირად აღვნიშნავთ, რომ ვაქცინაცია მნიშვნელოვანია.

ჩვენ ხშირად მოგიწოდებთ – აიცერით, რათა არ გაგირთულდეთ დაავადება, არ დაგჭირდეთ ჰოსპიტალიზაცია, ინტესიური მოვლა ან რეანიმაცია და არ დადგეს ლეტალური შედეგი.

ჩვენ ყოველთვის ვეყრდნობით მეცნიერულ მტკიცებულებებსა და კვლევებს. ამიტომ, მოგიწოდებდით და კვლავ მოგიწოდებთ.

აიცერით, გაიკეთეთ ბუსტერი, რადგან 2021 წლის 15 მარტი – 31 დეკემბრის სტატისტიკა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ვაქცინა ეფექტურია და იცავს თითოეული ჩვენგანის სიცოცხლეს. არავაქცინირებული ადამიანები კი მნიშვნელოვნად მაღალი რისკის წინაშე იმყოფებიან.

დადასტურებულ შემთხვევათა 88.7 % არ იყო ვაქცინირებული;
ჰოსპიტალიზირებულთა 93.6% არ იყო ვაქცინირებული;

კრიტიკული მოვლის საჭიროების მქონეთა 96.% არ იყო ვაქცინირებული;

გარდაცვლილთა 96.2% არ იყო ვაქცინირებული;

შენ შეგიძლია ვაქცინაციით დაიცვა საკუთარი და საყვარელი ადამიანების სიცოცხლე.
ვრცლად დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2020-2021 წლის ანგარიშის მე-8 გადახედვას გაეცანით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

იტვირთბა....