ახალი ამბები საზოგადოება

“ომიკრონის” შემთხვევაში რამდენი ხანია პაციენტი გადამდები – განმარტება

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განმარტებით, “ომიკრონის” შემთხვევაში პაციენტი გადამდებად ითვლება ინფიცირებამდე 2 დღით ადრე და ინფიცირებიდან 4-5 დღის განმავლობაში.

მისივე თქმით, იზოლაციის ვადის შემცირება, სწორედ კორონავირუსის ახალი შტამის, “ომიკრონის” გამო მოხდა.

“როდესაც ჩვენ ქვეყანაში 8-დღიანი იზოლაციის პერიოდი გვაქვს, ეს სწორია მაშინ, თუ დომინანტურია “დელტა”, მაგრამ “ომიკრონთან” იზოლაციის ვადები უნდა გადაიხედოს. ასე მოიქცა აშშ, ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანა. ყველგან ერთი და იგივე ციფრია – 5 დღე”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ “იმედის” ეთერში.

ცნობისთვის, COVID-19-ით დაავადებულთა და მათთან კონტაქტირებულთა იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება.

იტვირთბა....