ახალი ამბები საზოგადოება

ჩვენ “იდეინი” ახალგაზრდები ვართ – ოცნების მხარდამჭერი აქციის მონაწილე

ჩვენ ვართ იდეინი ახალგაზრდები, რომლებსაც მიზანი გაგვაჩნია, – აღნიშნულის შესახებ გორში გამართული “ქართული ოცნების” მხარდამჭერი აქციის მონაწილემ მედიასთან განაცხადა.

როგორც აქტივისტი აცხადებს, აქციაზე საკუთარი ნებით მივიდა და არავის დაუვალებია.

“განსხვავებას დაგანახებთ….ადრე, წლების წინ, წინა მმართველობის პერიოდში, ასე ვერავინ ვერ დადგებოდა და ვერ ილაპარაკებდა. ახლა გვაქვს ამ ყველაფრის საშუალება. მაშინ უბრალოდ ძალადობრივად გაიყვანდნენ. (ფასების გაძვირება)პროპორციულად ხდება, რეალურად უნდა დავიანხოთ. რატომ ჩქმალავთ, რატომ ატყუებთ საზოგადოებას? ჩემი ნებით მოვედი, არავის არ უთხოვია აქ მოსვლა.

ჩვენ ვართ იდეინი ახალგაზრდები, რა, რომლებსაც მიზანი გაგვაჩნია, რა შუაშია ქართული ოცნების ორგანიზებული? აქ შეიძლება “ქართული ოცნების” წარმომადგენლები შეიძლება იყვნენ, მაგრამ მე ჩემი ნებით მოვედი”, – აცხადებს აქციის მონაწილე.

ცნობისთვის, გორის მერიასთან პარტია “ნაციონალური მოძრაობის” აქცია იმართებოდა, რომლის პარალელურადაც კონტრაქცია დაიწყო.

იტვირთბა....