ივანიშვილი თუ, სააკაშვილი…ბოლოს მარიხუანა როდის მოწიეთ?…უნდა იხდიდეს თუ, არა საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასჯელს? – “მეტრონომი” პარტია “გირჩის” ლიდერთან იაგო ხვიჩიასთან ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ.
მეტრონომი: რომელი წიგნი წაიკითხეთ ბოლოს?
იაგო ხვიჩია: ეხლა ვკითხულობ თავისუფლების კონსტიტუციას;
მეტრონომი: რა მუსიკას უსმენთ?
იაგო ხვიჩია: ყველანაირს, ძირითადად ელექტრონულს;
მეტრონომი: რას აკრძალავდით ქვეყანაში?
იაგო ხვიჩია: ძალადობას;
მეტრონომი: ბოლოს, მარიხუანა როდის მოწიეთ?
იაგო ხვიჩია: წუხელ საღამოს;
მეტრონომი: ზურაბ ჯაფარიძესთან გაყოფას თუ ნანობთ?
იაგო ხვიჩია: ჩემი ბრალი არ ყოფილა და შესაბამისად არ ვნანობ;
მეტრონომი: ივანიშვილი თუ სააკაშვილი?
იაგო ხვიჩია: რაღაც მესამე, რაღაც სხვა;
მეტრონომი: კოლეგები თუ გთხოვენ მარიხუანას?
იაგო ხვიჩია: კი, მთხოვენ;
მეტრონომი: ემხრობით თუ არა მწვანე პასპორტების გაუქმებას?
იაგო ხვიჩია: რა თქმა უნდა. არც უნდა ყოფილიყო საერთოდ;
მეტრონომი: უნდა იხდიდეს თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასჯელს?
იაგო ხვიჩია: ეს სამართლიანმა სასამართლომ უნდა თქვას;
მეტრონომი: რომელ პოლიტიკოსს იხილავდით „გირჩის“ რიგებში?
იაგო ხვიჩია: ეგ რომ ვიცოდე, უკვე “გირჩში“ იქნებოდნენ;
მეტრონომი: როგორ შევა ივანიშვილი საქართველოს ისტორიაში?
იაგო ხვიჩია: ჯერ ივანიშვილის ეპოქა არ დასრულებულა… ამ დროის მოცემულებით, ალბათ, ადამიანი ქველმოქმედი, რომელმაც ავტოკრატი დაამარცხა და თვითონ გახდა ავტოკრატი;
მეტრონომი: რამდენად ხშირად თამაშობთ აზარტულ თამაშებს?
იაგო ხვიჩია: ზოგადად, სულ ვთამაშობ, თუმცა კაზინოში არ დავდივარ. ბავშვობიდან თამაში ძალიან მიყვარს;
მეტრონომი: უნდა აკავებდნენ თუ არა ბავშვთა პორნოგრაფიის გადმოწერა-შენახვისთვის ადამიანს?
იაგო ხვიჩია: მაგ პრინციპით ნახვისთვისაც უნდა აკავებდენენ, ვიღაცამ არ გადმოიწერა, მაგრამ ნახა. თუ ამის გამო ადამიანებს დავაკავებთ, მაშინ “პორნ-ჰაბზე” დარეგისტრირებული ყველა ქართველი უნდა დავიჭიროთ, რადგან ამასწინათ ამ საიტმა თავისი პროდუქციის 80% წაშალა, რადგან ის არასრუწლოვნების კადრებს შეიცავდა. ადამიანი არ უნდა დასაჯო იმის გამო, რაშიც მას მონაწილეობა არ მიუღია. უნდა დაისაჯოს შექმნელი როგორც ასეთი, მაგრამ მყიდველი მიუხედავად იმისა, რომ მან დანაშაულებრივი პროდუქცია შეიძინა არ უნდა დასაჯო. ამიტომ მომხმარებლის დასჯას არ ვემხრობით, ვემხრობით შემკვეთის დასჯას;
მეტრონომი: არის თუ არა ბავშვების გაყიდვა სწორი – კერძოდ, ვინც შვილის ყოლას აპირებს, სწორია თუ არა მისთვის ბავშვის ყიდვის აკრძალვა?
იაგო ხვიჩია: ბავშვის ყიდვა ყურში ცუდად ხვდებათ, თუმცა ეს რეალურად არის მშობლის უფლებების გაყიდვა. სიტყვაზე ბავშვს ამოაჭრეს თირკმელი, ასე ხომ არ ხდება. მე მქონდა მშობლის უფლებები. მე ხომ არ მქონდა ბავშვის ცემის, დასახიჩრების უფლება. ვყიდი ბავშვს კიარა, არამედ ჩემი, როგორც მშობლის უფლებას, აღზრდის უფლებას. მიღებული პრაქტიკა იყო, რომ საქართველოში ადამიანები საკუთარ შვილებს ერთმანეთს აზრდევინებდნენ. ბავშვის ინტერესებისთვის ჯობია, აღმოჩნდეს იმ მშობლის ხელში, ვინც რეალურად იზრუნებს მასზე;
ავტორი: მარიამ ხულიაშვილი