ახალი ამბები პოლიტიკა

ხიდაშელი: შემდეგი მინიმუმ ზალკალიანი იქნება

შემდეგი მინიმუმ ზალკალიანი იქნება, – აღნიშნულის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, სამთავრობო ცვლილებებს დღეს აქვს ერთი ნიშნული, რომ რაც შეიძლება პოლიტიკურად უსახური და არაფრის მთქმელი იყოს მთავრობა

“სახეზეა გარკვეული ცვლილებები და ავტორიტარიზმისთვის ზოგადად დამახასიათებელია ესეთი პოლიტიკური წარსულის და პოლიტიკური მომავლის არ მქონე ხელისუფლებები. ზალკალიანი მინიმუმ ამ პროცესს უნდა შეეწიროს. გომელაურის გადადგომა უფრო არ მგონია, რადგან ის პირდაპირ მიბმულია ბიძინა ივანიშვილზე და არამგონია მან ღარიბაშვილს რამე პრობლემები შეუქმნას. არ ველოდები, რომ ეს შეეხება წულუკიანს, რადგან როგორც ჩანს პრემიერთან თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობს. სამთავრობო ცვლილებებს დღეს აქვს ერთი ნიშნული, რომ რაც შეიძლება პოლიტიკურად უსახური და არაფრის მთქმელი იყოს მთავრობა”, – აცხადებს ხიდაშელი.

ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ნათია თურნავას ნაცვლად, ლევან დავითაშვილი დაინიშნა, რომელიც მანამდე სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო.

იტვირთბა....