Sport ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სასტიკი მოპყრობის გამო, კურტ ზუმას კატები ჩამოართვეს

ფრანგ ფეხბურთელ კურტ ზუმას, რომელიც ინგლისური კლუბის, ვესტ ჰემ იუნაიტედის მცველია, საქველმოქმედო ორგანიზაციამ “ცხოველეთა მიმართ სასტიკი მოპყრობის აღკვეთის სამეფო საზოგადოება” (RSPCA) შინაური კატები ჩამოართვა. ამის მიზეზი სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო გახდა, რომელშიც ჩანს, როგორ კრავს წიხლს და სცემს ის თავის ერთ-ერთ კატას.

ორგანიზაციამ მომხდარის შესახებ ესექსის სამეფოს პოლიციას შეატყობინა.

“ორივე კატაზე ამჟამად ჩვენი ორგანიზაცია ზრუნავს”, – აღნიშნა RSPCA-ს წარმომადგენელმა.

როგორც BBC წერს, ვესტ ჰემ იუნაიტედში აცხადებენ, რომ მათ ზუმა დააჯარიმეს და ამ თანხას ცხოველების უფლებადამცველ საქველმოქმედო ფონდს გადაურიცხავენ.

“ჩვენ მას მაქსიმალური ოდენობის თანხა დავაკისრეთ, რაც შესაძლებელი იყო”, – აცხადებენ კლუბში.

ამასთან, სპორტულმა ბრენდმა, Adidas-მა 27 წლის ფეხბურთელთან თანამშრომლობის შეწყვეტის თაობაზე გაავცელა განცხადება.

“დავასრულეთ ჩვენი მოკვლევა და შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ კურტ ზუმას ჩვენთან აღარ ექნება კონტრაქტი”, – აცხადებენ კომპანიაში.

ფეხბურთელის საქციელის გამო არაერთი პრობლემა შეექმნა მის კლუბსაც – უესტ ჰემის სპონსორმა, Experience Kissimmee-მა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მომხდარის გამო, კულბთან საქმიან გარიგებას შეწყვეტს, რაც უკვე გააკეთა უესტ ჰემის კიდევ ერთმა სპონსორმა, Vitality-მ. 

“ბიბისის” ცნობით, 150 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი ონლაინ პეტიციას ზუმას წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით.

 

 

იტვირთბა....