[su_quote]ეს ფოტო თვითონ ატვირთა გადაცემის შემდეგ. ფოტოში გვერდით მეც ვდგავარ, მაგრამ ახლა ჩამოვჭერი ჩემი თავი, რადგან მხოლოდ ბატონ თამაზზე მინდა დავწერო. არასდროს დამიწერია მსგავსი სტატუსი. სხვების არაერთხელ შემხვედრია ხოლმე აქ მაგრამ მე პირველად ვწერ.
თითოეულ თქვენგანს გულით გთხოვთ, კეთილი სიტყვები, კეთილი აურა, კეთილი სურვილები ან ლოცვა მიუძღვენით ბატონ თამაზს… უდიდესი ძალა აქვს კეთილ ენერგეტიკას და მე მჯერა, რომ ამდენი ადამიანის სიკეთით და სითბოთი სავსე ენერგია მას გამოიყვანს იმ მძიმე მდგომარეობიდან რომელშიც არის ახლა… ის ჩემთვის ერთერთი საყვარელი რესპონდენტია, რომლის წინაშეც ახლა საშინლად დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ გარდა იმისა, რომ საშინლად განვიცდი მის მდგომარეობას. ბოლოს ჩემთან იყო გადაცემაში და რამდენიმე დღეში დამირეკა და მითხრა, რომ კორონა სჭირდა. ახლა კი ხელოვნურ კომაშია და არ ვიცით რა იქნება ხვალ… გთხოვთ, ერთად ვთხოვოთ ღმერთს თუ ბუნებას გადაარჩინოს თამაზ მეჭიაური – ძალიან კარგი კაცი…[/su_quote]
ჟურნალისტი მაკა რაზმაძე თიანეთის ყოფილი მერის, თამაზ მეჭიაურის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ფეისბუქზე ავრცელებს. ცნობისთვის, მეჭიაური კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში მკურნალობს.