ახალი ამბები კულტურა მსოფლიო

1 მლნ-ზე მეტი ღირებულების ნახატს, დაცვის მოწყენილმა თანამშრომელმა კალმით თვალები მიახატა

1 მლნ-ზე მეტი ღირებულების უსახო ნახატს დაცვის თანამშრომელმა კალმით თვალები მიახატა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “დეილიმეილი” აქვეყნებს.

როგორც მედია წერს, შემთხვევა რუსეთში, ქალაქ ეკატერინბურგში მდებარე მუზეუმში მოხდა.

“740 000 ფუნტის ღირებულების ნახატი განადგურდა მას შემდეგ, რაც სამსახურში მუშაობის პირველ დღეს დაცვის „მოწყენილმა“ 60 წლის თანამშრომელმა, რუსულ გალერეაში მხატვრის ანა ლეპორსკაიას ნამუშევრებზე გამოსახულ უსახო ფიგურებს, ბურთულიანი კალმით თვალები მიახატა”, – წერს მედია.

ცნობილია, რომ დაცვის თანამშრომელი, რომელმაც ანა ლეპორსკაიას ნახატს კალმით თვალები მიახატა, სამსახურიდან პირველივე სამუშაო დღეს გაუშვეს.

იტვირთბა....