ახალი ამბები პოლიტიკა

თალაკვაძე: ასეთი ქოლგა ბოლო 2 წელიწადში 2-ჯერ მაინც ჰქონდათ გაშლილი

“ასეთი ქოლგა ოპოზიციას ბოლო 2 წელიწადში ორჯერ მაინც ჰქონდა გაშლილი, შედეგი იყო ის, რომ შევიდნენ ეს ახალი პარტიები ხმებით და გამოვიდნენ ქოლგიდან ხმების გარეშე”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ გიგი უგულავას ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” სხვა პარტიები ქოლგის ქვეშ პოლიტიკურად გაძარცვა.

“დღეს კი, მათ მოუწოდებს ყველაზე გაკოტრებული პოლიტიკოსი გიგი უგულავა, რომელმაც ასევე მისი პარტიის პოლიტიკურ ძარცვაში მიიღო მონაწილეობა. ერთხელ ეს ქოლგა ნათელაშვილის ოფისში იყო გაშლილი. ნორმალური ევროპული პოლიტიკა, რომელიც ყველას გვინდა, არ არის ის, რომ სხვადასხვა იდეოლოგიის ადამიანები შეიკრიბონ ერთი ქოლგის ქვეშ, დაირქვან ერთი სახელი და ერთი ლიდერის მონოპოლიის ქვეშ ითამაშონ. ევროპული პოლიტიკა არის ის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს მეტი არჩევანი,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

იტვირთბა....