ახალი ამბები პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: სააკაშვილმა პუტინის მისია შეასრულა, 20% ჩვენს მტრებს ჩააბარა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პუტინის მისია შეასრულა.

“ეტყობა მართლა ცუდად არის ეს ადამიანი, როგორ შეიძლება პატიმარმა სააკაშვილმა ახსენოს ოსეთის და აფხაზეთის თემა, როგორ შეიძლება ეს თემა იყოს მისთვის მომგებიანი? სააკაშვილმა პუტინის მისია შეასრულა, 20 პროცენტი ჩვენს მტრებს ჩააბარა, ხოლო კოდორის ხეობას დაარქვა ზემო აფხაზეთი და სროლის გარეშე გადააბარა, როგორ ჰყოფნის უტიფრობა ამ ადამიანს ამ თემაზე ილაპარაკოს”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან.

იტვირთბა....