[su_quote] ეს პირველი, მეორე და მეშვიდე შემთხვევა არ არის, როცა “ქართული ოცნების” ხელისუფლება, მისი წევრების კოალიციიდან გათავისუფლების პირდაპირპროპორციულად, ზრდიდა უკანონო მოსმენებს. ნუ წინა ხელისუფლებისგანაც მიიღო მემკვიდრეობით უზარმაზარი რაოდენობის ფაილები და სტილი ასეთი. ისიც იღებდა, ესეც იღებდა – ეს არის მანკიერი მხარე საქართველოს პოსტსაბჭოთა ხელისუფლების, როგორც მინიმუმ ბოლო 18 წლის განმავლობაში. [/su_quote]
ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა TV პირველის ეთერში სოსო ჯაჭვლიანის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.