[su_quote]ჩემს მიმართ, თეორიულად შესაძლებელია ასეთი რამ არსებობდა და არამაქვს იმის რწმენა ასი პროცენტით, რომ ამას არავინ არ იკადრებდა, მაგრამ ასეთი ფაქტი არ აღმომიჩენია. როცა პარლამენტის წევრი ვიყავი, ხშირად ვამოწმებდი ხოლმე ჩემს სამუშაო ოთახს სპეციალური მოწყობილობით. ვიშოვე ეს მოწყობილობა და თვითონ ხშირად ვაკეთებდი ხოლმე ასეთ რაღაცებს თავის გადაზღვევის თვალსაზრისით. გუნდი ოჯახი კი არ არის, ეს ხელისუფლებაა, ძალაუფლებაა და შესაბამისად, შეიძლება ვიღაცას ყოველთვის მოუწიოს ცდუნება, თან ისეთ შენობაში, როგორიც არის პარლამენტი, სადაც დიდი გამოცდილება არსებობს სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ამ შენობაში დამალონ, ჩამალონ ან რაღაცა გააკეთონ. ეს ჩვეულებრივი მომენტი იყო იმ მომენტისთვის და შესაბამისად, თავის გადაზღვევის მიზნით ბევრჯერ გამიკეთებია ასეთი რაღაცა[/su_quote]
ამის შესახებ “ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა TVპირველის ეთერში განაცხადა მოსმენებთან დაკავშირებით, მისი ყოფილი კოლეგის, სოსო ჯაჭვლიანის განცხადების კომენტირებისას. ცნობისთვის, ჯაჭვლიანმა განაცხადა, რომ დეპუტატობის დროს, მის საძინებელში დამონტაჟებული იყო სათვალთვალო კამერა, რომელიც 2015 წელს, მის სახლში მყოფმა ლუკა კურტანიძემ აღმოაჩინა.