ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

პროკურორი მუჯირი სააკაშვილს: რა გადაუდებელი აუცილებლობა იყო გიგი უგულავას გახდომა, რაც ქვეყანას 114 ათასი ლარი დაუჯდა

“რა გადაუდებელი აუცილებლობა იყო გიგი უგულავას გახდომა, რც ქვეყანას 114 ათასი ლარი დაუჯდა, აი, ამაზე ისაუბრეთ”, – საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ამ სიტყვებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე გამართულ სასამართლო სხდომაზე საქმის პროკურორმა, გიორგი მუჯირმა ბრალდებულ ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს.

პროკურორის თქმით, იმის ნაცვლად, რომ სააკაშვილს ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეზე ესაუბრა, “მან შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა”.

“150 ათასი ლარი რომ სტილისტს გადაუხადა, 200 ათასი რომ მზარეულს გადაუხადა, 600 ათასი რომ ბოტოქსებზე დახარჯა, ამაზე უნდა ისაუბროს და არ აკეთოს შეურაცხმყოფელი განცხადებები – “ბებიათქვენის სასამართლო ხომ არ არისო”. კეთილი ინებონ ბრალდებულმაც და ადვოკატებმაც და პატივისცემით მოგვეპყრონ”, – მიმართა მუჯირმა მოსამართლეს, ბადრი კოჭლამაზაშვილს.

 

იტვირთბა....