ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რუსთავი2-ის ინფორმაციით, თურნავა და დავითაშვილი თანამდებობებს დატოვებენ

არსებული ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილის საგანგებო ბრიფინგიზე მინისტრთა კაბინეტის განახლებასთან დაკავშირებით გაკეთდება განცხადება. რუსეთავი2-ის ცნობით, პრემიერ-მინისტრი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოზიციაზე ნათია თურნავას ლევან დავითაშვილით ჩაანაცვლებს, რომელიც ამჟამად სოფლის მეურნეობის მინისტრის და ვიცეპრემიერის პოსტს იკავებს. ხოლო ვინ დაიკავებს სოფლის მეურნეობის მინისტრის ადგილს, ჯერჯერობით უცნობია.

ამასთან, ტელეკომპანია “ფორმულას” ინფორმაციით, თანამდებობას ასევე ტოვებენ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი.

იტვირთბა....