საარჩვენო ბლოკის “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ყოფილი დეპუტატი ზვიად ძიძიგური მისი ყოფილი თანაგუნდელის, სოსო ჯაჭვლიანის განცხადებას ეხმაურება იმასთან დაკავშირებით, რომ დეპუტატობის დროს, მის საძინებელში დამონტაჟებული იყო სათვალთვალო კამერა, რომელიც 2015 წელს, ლუკა კურტანიძემ აღმოაჩინა. როგორც ძიძიგურმა მეტრონომს განუცხადა, ამ კონკრეტულა შემთხვევაზე ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა, დარწმუნებულია, რომ მაშინაც და ახლაც, დეპუტატებს და თანამდებობის პირებს ტოტალურად უსმენენ.
“რასაც სოსო ლაპარაკობს კონკრეტულად იმასთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ მოგახსენებთ, მაგრამ ფაქტია, რომ რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა ათასობით ჩანაწერი, რომელიც იყო განხორციელებული ხელისუფლების მხრიდან – უსმენდნენ მღვდელთმსახურებიდან დაწყებული, ჟურნალისტებით დამთავრებული, ყველას. ტოტალური სახე ჰქონდა ამას და არანაირი ეჭვი არ მეპარება, რომ დეპუტატებსაც და თანამდებობის პირებსაც თვითონ ხელისუფლების შინგით, უსმენდნენ და უსმენენ ახლაც, ამაში ვარ დარწმუნებული”, – ამბობს ძიძიგური.
ამ საკითხზე მეტრონომთან ლუკა კურტანიძემაც გააკეთა თავისი პირველი კომენტარი.