NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, იმის რისკი, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრას, იმატებს. როგორც სტოლტენბერგმა CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, ამის თქმის საფუძველს რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან სამხედროების ახალ-ახალი დანაყოფების მობილიზება აძლევს.
“გაფრთხილების დრო მცირდება, თავდასხმის რისკი კი იმატებს. რუსეთი აგრძელებს სამხედრო ძალების მობილიზებას და ისეთ საკვანძო დამხმარე საშუალებებზე ზრუნვას, როგორიცაა სამხედრო ჰოსპიტალები”, – ამბობს სტოლტენბერგი.
ცნობისთვის, რუსეთს უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი მეომარი ჰყავს განლაგებული.