ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

„ვფიქრობ, ზურაბ ჟვანია კანცელარიაში მოკლეს… თემურ ალასანიას სცენარია”

„ვფიქრობ, ზურაბ ჟვანია კანცელარიაში მოკლეს, მკვლელობიდან მეორე დღეს კანცელარიის თანამშრომელმა გიორგი ხელაშვილმა თავი მოიკლა. კითხვას ვსვამ – რატომ უნდა ჩაედინა ეს? დარწმუნებული ვარ, რაღაცას შეესწრო. ეს საქმე ჩაიფარცხა“ – აცხადებს ზურაბ ჟვანიას მეგობარი მარინა შენგელაია.

მისი თქმით, ზურას შემდეგ ბათუმის პორტი სასწრაფოდ გაიყიდა.

„მგონია, რომ მიშას ბიძის – თემურ ალასანიას სცენარია, მიშა ფაქტის წინაშე დააყენეს, იცოდნენ, რომ ამაზე არ გადაირეოდა. საერთოდ, მიშა ბიძამისის გავლენის ქვეშ იყო. როდესაც ის და ზურა რაღაცაზე შეთანხმდებოდნენ, მეორე დღეს ბიძის ზეგავლენით, მიშა პასუხებს ცვლიდა“, – აღნიშნა შენგელაიამ.

როგორც გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუს დროს შენგელაიამ განაცხადა, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ გია ბარამიძის ცოლი გაზის გაგუდვის ვერსიის შესახებ ჭორებს ხალხში ავრცელებდა.

მისი თქმით, მასთან გია ბარამიძის მეუღლემ დარეკა და მისსავე სოლარიუმში მისვლა სთხოვა. როგორც შენგელია ამბობს, იგი გია ბარამიძის ცოლთან არ მეგობრობდა.

„მოვიდა და დაიწყო ლაპარაკი – როგორ მეცოდება ზურა, ეს რომ ამოუტივტივდაო… ვფიქრობ, ეს ადამიანი ჩემთან სწორედ იმ მისიით იყო მოგზავნილი, რომ მსგავსი რამ ეთქვა და გავჩერებულიყავი. ეს საკითხი არ მაინტერესებს, ზურასთვის არაფერი შემიმჩნევია, მე ის მაინტერესებს, ვინ და რატომ მოკლა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი-მეთქი, – ვუპასუხე. ბარამიძის ცოლი მთელ ქალაქში ავრცელებდა ამ ჭორს“, – ამბობს მარინა შენგელია.

მისივე თქმით, მან ეს ამბავი ნინო ქადაგიძე-ჟვანიას უამბო. შენგელიას ინფორმაციით, მას ამის შემდეგ გია ბარამიძემ დაურეკა და უთხრა –  „ჩემს ცოლს ენას ამოვაცლი, მალე ყველაფერს გაიგებ“ – აცხადებს შენგელაია.

ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმე დღემდე ბურუსითაა მოცული და გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.

იტვირთბა....