პოლიტიკა

ნონა მამულაშვილი: იმის გათვალისწინებით, თუ როგორი მტკივნეული იყო ის კადრები, წარმოიდგინეთ, რა კადრები არ გვაჩვენეს 

“ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ ნახოს, რა მოხდა იმ დღეს რეალურად”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნონა მამულაშვილმა რუსთავის ციხიდან მიხეილ სააკაშვილის გაყვანის კადრებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ არ გასაჯაროვდეს, ის კადრები, რაც საზოგადოებას არ უნახავს.

“იმის გათვალისწინებით, თუ როგორი მძაფრი და მტკივნეული სანახავი იყო ის კადრები, რაც გვაჩვენეს, წარმოიდგინეთ, რა კადრები არ გვაჩვენეს  და რამდენად არის მათთვის საშიში, რომ რეალურად ეს კადრები საზოგადოებამ ნახოს. ხელისუფლება მაქსიმალურად ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს კადრები არ გამოვიდეს საჯარო სივრცეში”, – განაცხადა ნონა მამულაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში.

იტვირთბა....