ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლები კორუფციული გარიგებებით მდიდრდებიან, მთავრობის შეცვლა კი მხოლოდ საზოგადოებაში არსებულ ბუნებრივ პროტესტს შეუძლია.
“ჩვენ უკვე მეათე წელია ამ რეჟიმის პირობებში ვცხოვრობთ და დავინახეთ, რომ ოდნავ მაინც სიმართლე თუ იყო იმ სიტყვებში, რასაც ლაპარაკობდა ბიძინა ივანიშვილი, რომ რაღაცა კარგის გაკეთება უნდა საქართველოსთვის, დავინახეთ, რომ სადღაც სკვერი აშენდა და სადღაც გზაც დაიგო, მაგრამ იქედან ფული რამდენი მიითვისეს და ჯიბეში რამდენი ჩაიდეს, ეს სხვა საკითხია. ჩვენ რასაც ვხედავთ, ცოლებს ურიგებენ ტყეებს, ინაწილებენ ბიზნესებს, თვითონ მდიდრდებიან.
ერთადერთი გამოსავალია ამ რეჟიმის მშვიდობიანი ცვლილება. მთავარი მოქმედი პირი ასეთ ცვლილებებში არის საზოგადოება. პარტია და პოლიტიკოსი ვერ გამოიწვევს იმ განწყობილებას და მუხტს, რომელიც არის ბუნებრივად საზოგადოებაში. მე მჯერა, რომ სხვა პარტიებთან ერთად და ჩვენ საზოგადოებასთან ერთად, ამ რეჟიმს არამარტო არჩევნებზე დავამარცხებთ, არამედ ხელისუფლებიდანაც გავუშვებთ”, – აცხადებს ბარამიძე.