ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის რაიონების სია, სადაც ხვალ ელექტრომომარაგება შეწყდება

კომპანია „თელასი“ განცხადებას აქვეყნებს:

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო ელექტრომომარაგება 20 იანვარს დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ავარიის პრევენციის მიზნით 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარაშვილის და კარტოზიას ქუჩების მაცხოვრებლებს (519 აბონენტს).

ავარიის პრევენციის მიზნით 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბუდაპეშტის ქუჩის მაცხოვრებლებს (161 აბონენტს).

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის და აგრარული უნივერსიტეტის დასახლების მაცხოვრებლებს (705 აბონენტს).

ავარიის პრევენციის მიზნით 12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიქოვანის, ბალანჩივაძის და ახალშენის ქუჩების მაცხოვრებლებს (629 აბონენტს).

გლდანის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის, კრუპსკაიას, მიხაკო წერეთლის, ფოცხიშვილის, რიონის, ულიანოვის, ანდრონიკაშვილის, კაჭარავას მე-5 ქუჩის და ჭედიას ქუჩების მაცხოვრებლებს (645 აბონენტს).

მთაწმინდის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, ალ. ჭავჭავაძის და გრიბოედოვის ქუჩების მაცხოვრებლებს (527 აბონენტს).

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.  სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 

 

იტვირთბა....