ახალი ამბები კორონავირუსი ჯანდაცვა

პარაცეტამოლის ხშირმა გამოყენებამ შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს – BBC

პარაცეტამოლის ხშირმა გამოყენებამ შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს, – აღნიშნულის შესახებ კვლევას BBC აქვეყნებს.

როგორც მედია წერს, იმ პაციენტებისთვის, რომელთაც მაღალი არტერიული წნევა აწუხებთ, პარაცეტამოლის ხშირმა გამოყენებამ შესაძლოა გულის შეტევის და ინსულტის რისკები გაზარდოს.

ედინბურგის უნივერსიტეტის მკლევარები მედიკოსებს პარაცეტამოლის თვეობით დანიშვნისას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

როგორც ტექსტში ვკითხულობთ, კვლევა ისევ გრძელდება და ზუსტი დასკვნების გასაკეთებლად მასში მეტი ადამიანის მონაწილეობაა საჭირო.

“მაღალი არტერიული წნევა დიდ ბრიტანეთში ყოველი სამი ადამიანიდან ერთს ემართება. კვლევამ აკონტროლა 110 მოხალისე, რომელთაგან ორი მესამედი იღებდა წამლებს მაღალი წნევის ან ჰიპერტენზიისთვის.

რანდომიზებულ კვლევაში მათ სთხოვეს მიეღოთ 1გ პარაცეტამოლი ოთხჯერ დღეში ორი კვირის განმავლობაში – ჩვეულებრივი დოზა პაციენტებისთვის ქრონიკული ტკივილით – და შემდეგ მოჩვენებითი აბები, ან პლაცებო, კიდევ ორი კვირის განმავლობაში.

კვლევამ აჩვენა, რომ პარაცეტამოლი ზრდის არტერიულ წნევას, „გულის შეტევისა და ინსულტის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორს“, – ნათქვამია ტექსტში.

ამასთან, მკვლევარები ექიმებს ურჩევენ ქრონიკული ტკივილის მქონე პაციენტებში პარაცეტამოლის რაც შეიძლება დაბალი დოზით დაიწყონ და ყურადღებით დააკვირდნენ მათ, ვისაც მაღალი წნევა და გულის დაავადების რისკი აქვს.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ აღნიშნული მიგნება არ ეხება პარაცეტამოლის რამდენჯერმე მიღების შემთხვევებს.

იტვირთბა....