aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნათლისღების საიდუმლო: რა უნდა მიიტანონ 19 იანვარს ნათლულებმა ნათლიებთან სტუმრობისას

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნათლისღების დღესასწაული ერთ-ერთი უდიდესი და მნიშვნელოვანი დღე გახლავთ, რადგან ნათლისღება ქრისტიანობის უპირველესი საიდუმლოა. ამ დღეს იესო ქრისტე მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მოინათლა.

ტრადიციულად, ნათლისღების დღესასწაულზე ტაძრებიდან ნაკურთხი წყალი მორწმუნე მრევლს სახლში მიაქვს, ამრავლებს და მთელი წლის განმავლობაში იყენებს. ამ წესს ყველა ოჯახი შეძლებისდაგვარად იცავს.
მნიშვნელოვანია ნათლისღების დღესასწაულზე, ნათლიებმა და ნათლულებმა ერთმანეთი მოინახულონ, დღე ერთად აღნიშნონ – ტაძარში მისვლით, სანთლები დაანთონ ერთად. როგორც ეკლესია ამბობს, ამ დღეს, ნათლია ნახულობს თავის ნათლიებს, სტუმრობს მათ და ოჯახში მისვლის შემთხვევაში მათთან სანთლები მიაქვს.

ამ დღეს მიღებულია ნათლულმა მოინახულოს ნათლია და პატივი სცეს მის სულიერ აღმზრდელს.

 

იტვირთბა....