ახალი ამბები მთავარი სამართალი

დამოუკიდებელი ექსპერტი ბიძინა კუჭავას თითის მოჭრის და მიკერების ფაქტს არ ადასტურებს

დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი  ბიძინა კუჭავას ცხედრის გარეგანი დათვალიერების შემდეგ არ ადასტურებს, რომ მას  თითის მოჭრილი და მიკერებული აქვს.
“მარჯვენა საფეთქლის მიდამოდან კანი ამოჭრილია ექსპერტის მიერ, მარცხენა ქვედა კიდურიდან ასევე ამოჭრილია კანის საკმაოდ დიდი ზომის პრეპარატები. ჩვენ ვნახეთ საკმაოდ სახეშეცვლილი დაზიანებები, აქედან გამომდინარე, დღეს იმით, რაც ვნახეთ, მსჯელობა იმის შესახებ, რით არის დაზიანებები მიყენებული ან სროლის მანძილი როგორია, გამოირიცხულია.
ინფორმაციას, რომ თითი მოჭრილია და მიკერებული, ნამდვილად ვერ დავადასტურებ, მაგრამ დაზიანება ნამდვილად არის ფეხის თითზე. პრეპარატი თითიდან ამოჭრილია, ამიტომ ჯერ ვერ ვისაუბრებ. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დაზიანება თითზე ნამდვილად სიცოცხლის დროინდელია”, – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

იტვირთბა....