ახალი ამბები ბლიც-ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

თავისუფალ დროს მუსიკებს ვუსმენ, ბევრს ვფიქრობ – ბლიც-ინტერვიუ ლუკა კურტანიძესთან

დადის თუ არა ღამის კლუბებში, აღდგა თუ არა სამართლიანობა, უნდა იხდიდეს თუ არა სააკაშვილი სასჯელს და ა.შ. – მეტრონომი გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს ქართული ოცნების ყოფილ წევრთან ლუკა კურტანიძესთან.

მეტრონომი: ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხეთ?

ლუკა კურტანიძე: მართალი გითხრათ, ამ ბოლო ხანებში აფხაზეთის თემაზე ვმუშაობ, ვეცნობი ამა თუ იმ ინფორმაციას. ლიტერატურული ნაწარმოები რომ წამეკითხოს ამ ბოლო დროს, არა;

მეტრონომი: რა მუსიკას უსმენთ?

ლუკა კურტანიძე: მელოდიები მიყვარს ყველა, რაც კარგია. სოციალურ ინტერნეტში ამის ხელმისაწვდომობა არის, მაგრამ ჩემი სპეციფიკიდან გამომდინარე ვარჯიშის წინ ტექნოს ვუსმენ, ჰაუსებს ვუსმენ. ვარჯიშის შემდეგ მელოდიებს;

მეტრონომი: თქვენი აზრით, 2012 წლის შემდეგ აღგა თუ არა სამართლიანობა?

ლუკა კურტანიძე: საერთოდ, ბევრი კუთხით აღდგა სამართლიანობა და არის რაღაც, რაც დარჩენილია და მიდის მუშაობა. არა მგონია, რომ პასუხგაუცემელი დარჩეს კითხვები. იმიტომ, რომ იმდენი დაგროვდა ამ წლების განმავლობაში მოყოლებული ნაციონალური მოძრაობის რეჟიმიდან და იქამდეც იყო, ერთი ხელისუფლება, რომელიც 2012 წელს მოვიდა, ამ მოკლე ვადაში ვერ გასცემს პასუხს, მაგრამ ამის პოლიტიკური ნება არსებობს და მიდის მუშაობა;

მეტრონომი: თქვენი ჰობი რა არის?

ლუკა კურტანიძე: თავისუფალ დროს მუსიკებს ვუსმენ, რა ვიცი – ვფიქრობ ბევრს. რა მოვლენებშიც ვარ ჩართული იცით. სპორტია, ჩემს ცოდნა-გამოცდილებას ვუზიარებ ეროვნულ ნაკრებს და ვისაც ამის სურვილი აქვს;

მეტრონომი: დაგვიხასიათეთ ბიძინა ივანიშვილი და ზოგადად, როგორ შევა ის ისტორიაში?

ლუკა კურტანიძე: ცალსახად, როგორც ერისკაცი. მე ვერავის შევადრი. ბიძინა ივანიშვილმა დაამტკიცა თავის ცხოვრებით, რომ ის ერის რჩეული ადამიანია. ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ. ერთმა პიროვნებამ ამდენი რომ შეძლო და კიდევ ამდენს შეძლებს თავის ცხოვრებიდან გამომდინარე, ადამიანი, რომელიც ერისთვის ცხოვრობს;

მეტრონომი: ბოლოს რა ფილმს უყურეთ?

ლუკა კურტანიძე: რაც არის ინტერნეტში. ბევრი რამ, ქვეყნის ისტორიები მაინტერესებს, მაინტერესებსის არხები, რომელიც აპოლიტიკურია. ვცდილობ პოლიტიკაზე არ ვიფიქრო;

მეტრონომი: ვინ არის თქვენი თანამედროვეობის მსოფლიოს უდიდესი სპორტსმენი?

ლუკა კურტანიძე: შორს არ წავიდეთ და ლაშა ტალახაძე. დარჩება ისტორიაში, სხვა რომ არ მოვიხსენიოთ;

მეტრონომი: ღამის კლუბებში თუ დადიოდით ან დადიხართ?

ლუკა კურტანიძე: არასოდეს დავდივარ, არც მიფიქრია იმიტომ, რომ ცოტა სხვა კუთხით ვცხოვრობ;

მეტრონომი: ვინ არის საქართველოში დღეს ნომერ პირველი ავტორიტეტი?

ლუკა კურტანიძე: რა თქმა უნდა, ერისკაცობაში ბიძინა ივანიშვილი და სულიერებაში პატრიარქი;

მეტრონომი: უნდა იხდიდეს თუ არა სასჯელს საქართველოს მესამე პრეზიდენტი?

ლუკა კურატანიძე: ჩემი დამოკიდებულება ყველამ იცის. მეორე ის, რომ პრეზიდენტი… ძალიან სამწუხაროა, რომ ასე დგას საკითხი. მოდი, კონტრკითხვას დავსვამ და ამით გავცემ პასუხს. იმ დანაშაულებს, რაც მისი მმართველობისას მოხდა – ვინ გასცემს პასუხს? თუ მთელი ერი გამთლიანდება და ამხელა დანაშაულებს, რაც მაშინ იყო, ამაზე თუ შეთანხმდება ერი რომ აპატიოს, მე არ ვიქნები ის ადამიანი, ვინც ამას შეეწინააღმდეგება. იმიტომ, რომ მთელ მსოფლიოში არ არის ლამაზი, რომ პრეზიდენტი ასე განიხილება, მაგრამ იმ მშობლებს რა ვუთხრათ, რომელთა შვილებიც მოკლეს და დაასახიჩრეს. რა ვუთხრათ 7 ნოემბერს, 26 მაისს რაც მოხდა, რომ იქ ხალხი დაიღუპა.რა ვუთხრათ საპატიმროებშ რომ აუპატიურებდნენ და ღირსებას ყრიდნენ? ამაზე უნდა შეთანხმდეს მთელი ერი. ბევრი ტკივივლი დაგროვდა, რომელზეც პასუხია გასაცემი. არა მარტო მიხეილ სააკაშვილს აქვს ამაზე პასუხი გასაცემი, არამედ იმ რეჟიმის ადამიანებს, ვისაც ამ ადამიანს მისცეს ამხელა ძალაუფლება და ისინიც სააკაშვილთან ერთად უნდა იხდიდნენ სასჯელს;

იტვირთბა....