“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილი „სემეკის” განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, შპს “თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ (თელმიკო) და სს „თელასის“ მხრიდან შესაძლო დარღვევების ფაქტებს სემეკის სპეციალური ჯგუფი შეისწავლის და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, კომპანიებს დააჯარიმებენ. ხაბეიშვილის თქმით, უწყებას მხოლოდ იმის შემდეგ გაახსენდა ეს საკითხი, რაც ოპოზიციამ შესაბამის ზომებს მიმართა.
“მოქალაქეები მწერენ ყოველდღიურად იმ უსამართლობაზე, რომელიც მათ თავს დაატყდათ დეკემბრის თვეში. გაორმაგებული, გასამმაგებული გადასახადები მიუვიდათ ადამიანებს წინასაახალწლოდ. მათ ჯიბეში ჩაყო ხელი “ქართულმა ოცნებამ” და ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირი მნიშვნელობით. გარდა იმისა, რომ გავმართეთ აქცია, 2021 წლის 21 იანვარს მივმართეთ სემეკს, რომ სასწრაფოდ მომხდარიყო სემეკში შეკრება და კონკრეტული გადაწყვეტილებები მიეღოთ ამ მიმართულებით, რადგან ადამიანებს ჰქონდათ განცდა და ასე მოხდა ხომ, უკანონოდ დააწერეს გადასახადები. მართლები ვყოფილვართ ხომ, ახლა ორი კვირის თავზე გააკეთეს განცხადება, რომ უიმე, სწორი ყოფილაო. მხოლოდ მას შემდეგ გაახსენდათ, რაც განცხადებით მივმართეთ, რაც ვთქვით, რომ ამ თემას სამართლებრივად მივყვებოდით და რაც ადამიანებს მოვუწოდეთ, რომ სემეკში განცხადებები შეეტანათ. ამ ადამიანებს კონკრეტული თანხები უნდა დაუბრუნდეთ ანგარიშებზე და ჩვენი დათვლით, მინიმუმ ეს არის ოთხიდან ექვს მილიონ ლარამდე. ფაქტობრივად, ჟარგონზე რომ ვთქვათ, წინასაახალწლოდ გაწის ოთხი-ექვსი მილიონი და ნარმანია გამოდის და ამბობს, რომ 25 თუ 75 ათასი ლარით დავაჯარიმებთ კომპანიასო. ვის რაში აინტერესებს მაგათი 25 ათასი ლარი, თუ ექვსი მილიონი მოიპარეს?”, – განუცხადა ხაბეიშვილმა “მთავარ არხს”.
ლევან ხაბეიშვილი მიმათავს იმ მოსახლეობას, რომელიც თვლის, რომ დეკემბრის თვეში გადასახადი უსამართლოდ დააწერეს, განცხადება სემეკში შეინატონ ან “ნაციონალური მოძრაობის” უახლოესს ოფისს მიმართონ და პარტიაში მათ იურიდიულ დახმარებას აღმოუჩენენ.
“მივმართავ ყველა მოქალაქეს, ვისაც უსამართლოდ ზედმეტი დაგერიცხათ, რომ არ დაგიხარჯავთ ან მეტს გახდევინებენ, მიმართეთ სემეკს კონკრეტული განცხადებებით, რომ მოხდეს ამ ყველაფრის გადამოწმება. თუ ვერ მიმართავთ სემეკს, მოგვმართეთ “ნაციონალურ მოძრაობას”, მე პირადად უზრუნველვყოფ თქვენს ადვოკატირებას. გამოყოფილი გვყავს იურისტები, რომელბიც ყველა განცხადებას შეისწავლიან და სემეკში შეიტანენ. ჩვენ მოვახდენთ თქვენს ადვოკატირებას და თქვენს დაცვას”, – ამბობს ხაბეიშვილი.