ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ორწლიანი პაუზის შემდეგ, ავსტრალია საერთაშორისო ვიზიტორებს მიიღებს

ავსტრალია, თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ, საზღვრებს სრულად ხსნის. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 21 თებერვლიდან ტურისტებს და ვიზის მქონე სხვა პირებს, ქვეყანაში შესვლა ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის შემთხვევაში შეეძლებათ.

“თუ ორჯერადად ვაქცინირებული ხართ, მოუთმენლად ველით თქვენთან კვლავ შეხვედრის შესაძლებლობას”, – განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა.

BBC-ს ცნობით, არავაქცინირებულ მოგზაურებს, რომლებსაც სამედიცინო მიზეზები აქვთ, განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასტუმროში კარანტინის გავლა მოუწევთ.

ავსტრალიას, კორონაცირუსის პანდემიის პირობებში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კონტროლი ჰქონდა დაწესებული საზღვრებზე. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საზღვრები 2020 წლის მარტში ჩაიკეტა და მას შემდეგ, საერთაშორისო ვიზიტორების უმრავლესობას, მათ შორის სტუდენტებს, ქვეყანაში შესვლა შეზღუდული ჰქონდათ. ზოგიერთი საერთაშორისო სტუდენტისთვის და შრომითი მიგრანტისთვის ქვეყანაში შესვლა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბრიდან იყო შესაძლებელი.

 

 

 

იტვირთბა....