“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს პარლამენტში იბარებს. როგორც პარტიის წევრმა, თინა ბოკუჩავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ზალკალიანს პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უახლოეს სხდომაზე ელიან.
“უკრაინაში რუსული აგრესიის და დასავლეთის მხრიდან შეკავების ახალი არქიტექტურის ფონზე, რეგიონში იქმნება ახალი რეალობა და ეს არის დიდი შანსი, რომელიც საქართველომ უნდა გამოიყენოს, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ სრულ უმოქმედობას ხელისუფლების მხრიდან. ამიტომ, როგორც ეს მოხდა რეზოლუციის შემთხვევაში, როგორც ეს მოხდა უკრაინაში ვიზიტის შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც სწორედ ოპოზიციამ უნდა იტვირთოს ხელისუფლების ფუნქცია და დაიცვას ქვეყნის ეროვნული ინტერესები”, – აცხადებს ბოკუჩავა.