“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, პარტიის მიერ არჩევნებზე მიღებული ხმების 99 პროცენტი მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა. როგორც ბარამიძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში აღნიშნა, სააკაშვილი პარტიის მთავარი ლიდერია და ეს ყველასთვის ფაქტია.
“მიხეილ სააკაშვილია “ნაციონალური მოძრაობის” მთავარი ლიდერი, წერტილი! პარტია რა ხმებსაც იღებს, 99 პროცენტი არის მიხეილ სააკშვილის. ეს არის ფაქტი და მომავალში, რომ გაეზრდება “ნაციონალურ მოძრაობას” ხმები, ის, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის დამსახურება იქნება და ყველა იმ ადამიანის, ნიკა მელია იქნება ეს, ხატია დეკონოიძე, პეტრე ცისკარიშვილი, კობა ნაყოფია, აკო მინაშვილი თუ სხვა უამრავი, ჩვენი 109 დეპუტატი საკრებულოებში, პარლამენტის წევრები, არ აქვს მნიშვნელობა, რიგითი ადამიანები, ყველა შევიტანთ ამ გამარჯვებაში წვლილის”, – ამბობს ბარამიძე.