ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხიდაშელი: თავდაცვის მინისტრი საერთოდ რომ არ ჩანს, თითქოს არც გვყავს, ამას რა ჰქვია

თინა ხიდაშელის თქმით, უკრაინის საკითხზე ქართული მხარის აქტიურობა არა მარტო მეგობარი ქვეყნის, არამედ, ჩვენი უსაფრთხოებისთვისაც აუცილებელი იყო. ხიდაშელის თქმით, “ქართული ოცნების” ზოგიერი წევრი ხვდება, რა შედეგი მოჰყვება მათ უმოქმედობას, ზოგი კი სიტუაციას ვერც აცნობიერებს.

“გია ვოლსკი ზუსტად ვიცი, რომ ხვდება ყველაფერს იდეალურად, ან გიორგი ხელაშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, დარწმუნებული ვარ, რომ ხვდებიან ამ ყველაფერს, მაგრამ უმრავლესობის უმრავლესობა მართლა ფიქრობს, რომ თუ დადუმდებიან, ამით რუსეთს გააჩერებენ. ვუსმენ რა მათ, ვკითხულობ რა მათ ინტერვიუსებს, ეს ერთადერთი აზრი მიჩნდება, რომ მათ მართლა გულწრფელად სჯერათ, რუსეთს გაღიზიანება სჭირდება იმისთვის, რომ საკუთარი სტრატეგიით იმოქმედოს”, – ამბობს ხიდაშელი.

თინა ხიდაშელის განცხადებით, აღსანიშნავია ის, რომ რეგიონში შექმნილ სიტუაციაზე კომენტარს არ აკეთებს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე.

“რატომ არის დადუმებული თავდაცვის მინისტრი? საგარეო საქმეთა მინისტრმა ტვიტერზე მაინც დაწერა რაღაც და რაღაცა განცხადებებს აკეთებს, დათო ზალკანიანისგან გაცილებით მეტს ვითხოვ, მაგრამ რაღაცას მაინც აკეთებს. აი თავდაცვის მინისტრი საერთოდ რომ არ ჩანს, თითქოს არაგვყავს, აბსოლუტურად გასულია ზონიდან, გასულია ამ მოვლენებიდან. ნოლი კონტაქტი თავის კოლეგასთან ამერიკაში, ნოლი კონტაქტი კოლეგებთან ნატო-ს წევრ ევროპულ ქვეყნებში. ამას რა ქვია? ამაზე არანაირი პასუხი არამაქვს”, – ამბობს ხიდაშელი.

იტვირთბა....