ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოს მთის კურორტები: ბაკურიანში სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა

“საქართველოს მთის კურორტების” ჰეისბუქ გვერდზე ბაკურიანში, მიტარბის პირველ ტრასასთან არსებული საბაგირო გაჩერებასთან დაკავშირებით განცხადება გავრცელდა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა.
“ბაკურიანში, მიტარბზე, ძაბვის ვარდნის გამო, საბაგირო დროებით გამოირთო.
გამორთვის წუთიდან, ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის ყველა თანამშრომელი, რომლებიც ახორციელებდნენ დამსვენებლების უსაფრთხო ჩამოყვანას საბაგიროდან.
სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა”, – ნათქვამია განცხადებაში.
ბაკურიანში ერთ-ერთი საბაგირო ორ საათზე მეტხანს გაჩერებული იყო. არსებული ინფორმაციით, ამ დროს საბაგიროს დაახლოებით 50 მგზავრი გადაჰყავდა.
იტვირთბა....