ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბაკურიანში გაჩერებული საბაგიროდან მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს

ბაკურიანში, მიტარბის პირველ ტრასასთან არსებული საბაგირო გაჩერდა. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მგზავრების ევაკუიერებას ახდენენ.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, საბაგიროზე ამ დრომდე ორმოცდაათამდე დამსვენებელი რჩება.

“ვართ -10 გრადუს ყინვაში 2 000 მეტრზე ზემოთ და არავინ არაფერი არ იცის, ცივა. უკვე დაღამებას დაიწყებს. ერთი მხრიდან ნისლი გვიახლოვდება, თოვს და ადგილზე ვართ გამოკიდებული. ვერც ვმოძრაობთ, რომ გავხურდეთ და აღარ შეგვცივდეს”, – განუცხადა მთავარ არხს ერთ-ერთმა დამსვენებელმა, ვანო გორგიაშვილმა.

 

იტვირთბა....