ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ვაქცინაციის მაღალი მოცვის გარეშე ჩვენს ქვეყანაში პანდემია არ დასრულდება. კულუმბეგობს შედარებისთვის იმ ქვეყნების მაგალითები მოჰყავს, სადაც მოსახლეობის 80 პროცემტზე მეტია აცრილი.
“დანია
აქტიური შემთხვევები 575 ათასი
პაციენტები მართვით სუნთქვაზე 31 (0.0053%)
ვაქცინაციის მოცვა 84.4%
დიდი ბრიტანეთი
აქტიური შემთხვევები 2.5 მილიონი
პაციენტები მართვით სუნთქვაზე 478 (0.019%)
ვაქცინაციის მოცვა 81%
საქართველო
აქტიური შემთხვევები 210 ათასი
პაციენტები მართვით სუნთქვაზე 282 (0.13%)
ვაქცინაციის მოცვა 33%
ამ განსხვავებას განაპირობებს ვაქცინაციის მაჩვენებელი, ამიტომ ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ თუ ქვეყანაში არ იქნება ვაქცინაციის მაღალი მოცვა მუდმივად დავკარგავთ ათასობით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს ანუ აქ პანდემია არ დასრულდება!”, – წერს ფეისბუქზე კულუმბეგოვი.