თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს და ქვეყნის პირველ ლედის, ემინე ერდოღანს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ ინფორმაცია რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ტვიტერზე გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მათ კორონავირუსის ომიკრონ ვარიანტი აქვთ და მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ.
“სახლიდან გავაგრძელებთ ჩვენს სამუშაოს. თქვენი ლოცვის იმედი გვაქვს”, – წერს ერდოღანი.
თურქეთის პრეზიდენტი ხუთშაბათს უკრაინაში იმყოფებოდა, სადაც ქვეყნის პირველ პირთან, ვლადიმერ ზელენსკისთან მოლაპარაკებები გამართა რუსეთ-უკრაინის საკითხზე.