ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა პარიზის გრანდ სლემზე იაპონელი კონკურენტი ჰაშიმოტო დაამარცხადა და კარიერაში პირველად, ამ ტურნირის ოქროს მედალოსანი გახდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა პარიზის გრანდ სლემის პირველ დღეს გამართული სამივე შეხვედრა მედლებით დაასრულა – ჯაბა პაპინაშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა ტურნირზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.